www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
2019-08-15 - ასოციაცია ,,ჰანგი" აბაშის მუნიციპალიტეტში.

   ასოციაცია "ჰანგის“ მიერ   მუნიციპალიტეტში, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში, ჩატარდა  პროექტის „სექტორთაშორისი თანამშრომლობა სოციალური სერვისების მიწოდების პროცესში“ პრეზენტაცია.  პროექტი ხორციელდება სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში. პრეზენტაციაზე გამოვიდნენ : ანჟელა ხუხუა (ასოციაციის მენეჯერი), სოფიო ჩახაია (ასოციაციის ადმინისტრატორი) და რუსლან საჯაია (ასოციაციის თავმჯდომარე). მათ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პროექტით დაგეგმილი აქტივობები და სექტორებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობა შშმ პირთა წინაშე მდგარი რეალობის პოზიტიური ცვლილებისათვის. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია.

  პრეზენტაციას სხვა მონაწილეებთან ერთად ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები და აბაშის შშმ პირთა ,,სიკეთის მაძიებლის“ ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ირაკლი ჭანტურია.