www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
2019-08-08 - 11 წელი აგვისტოს ომიდან

მრავალთა შორის ამ ომს ორი აბაშელი ჭაბუკი შეეწირა: ვაზიანის სამხედრო ბაზის მომსახურენი, უფროსი ლეიტენანტები, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენოსნები სერგო მელია (დაკრძალულია თბილისში) და გიორგი ნადარეიშვილი. დილით მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, წყემის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის ბრძოლაში დაცემულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე შეიკრიბნენ. შემდეგ კი ონტოფოში გიორგი ნადარეიშვილის საფლავი შეამკეს ცოცხალი ყვავილებით და აქვე მოუსმინეს ლიტერატურულ კომპოზიციას „იმ გმირთა სულები დალოცე უფალო“.