www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 
2019-04-09 - 9 აპრილს მიეძღვნა

საქართველოს ეროვნულ გმირთა, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის-ზვიად გამსახურდიასა და მისი თანამოსაგრის -მერაბ კოსტავას სახელობის პარკში,9 აპრილის ახალ მემორიალთან, დღეს უამრავი აბაშელი შეიკრიბა ,რათა პატივი მიეგოთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი და აღენიშნათ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.

დეკანოზმა კონსტანტინემ ლოცვა აღავლინა 9 აპრილს დაღუპულთა სულების საოხად.

კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ანსამბლ,,ჰარირასა“ და მოსწავლე ვაჟების  ანსამბლ ,,ბერეხას“ მომღერლებმა შეასრულეს პატრიოტული სიმღერები, წაკითხულ იქნა 9 აპრილისა და საქართველოს თავისუფლებისადმი მიძღვნილი ლექსები, წარმოითქვა სიტყვები.

მემორიალი შეიმკო 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ტიტებით.

საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი, საკრებულოს წევრები, მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია, რომელმაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.

ეს დღე ჩვენი სამშობლოს ისტორიაში დარჩება ,როგორც თავისუფლების, ერთგულების ,ქართული სულის გამოღვიძებისა და ქვეყნისათვის თავდადების სიმბოლო.