სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
2019-11-28 - საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა

28  ნოემბერს  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომას უძღვებოდა კომისიის   თავმჯდომარე გოდერძი კუპრავა

კომისიის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით განსაზღვრული ერთი  საკითხი:

  1. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 დეკემბრის  N48  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

                                                                                   მომხს: გ. კუპრავა

2019-11-28 - ალექსანდრე აბაშელი-135

აბაშის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა ალექსანდრე აბაშელის დაბადებიდან 135-ე წლისთავისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო.

საღამოზე მოწვეულნი იყვნენ ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის შთამომავალნი: შვილიშვილი და მისი ოჯახის წევრები. მწერლის შვილიშვილმა საინტერესოდ ისაუბრა თავისი პაპის განვლილ ცხოვრებაზე.

აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის მიერ წარმოდგენილმა მხატვრულმა პროგრამამ მსმენელისა და მაყურებლის ,მათ შორის სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

შემოქმედებით საღამოს ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი ,საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები, საზოგადოების წარმომადგენლები.