სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
2019-10-17 - კინოფესტივალის დახურვა

აბაშის მუნიციპალიტეტში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მესამე საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალი, რომელიც 16 ოქტომბერს საზეიმოდ დაიხურა.

კინოფესტივალის პრიზი ,,ოქროს ბატიბუტი“ გადაეცათ შემდეგ ნომინაციაში გამარჯვებულებს:

 

საუკეთესო იდეა ფილმი ,,ნევეცედეკი“ (ისრაელი); საუკეთესო მსახიობი გოგონა ანასტასია ბაკულინა ფილმი ,,სიყვარული ცოცხლობს თვალებში“ (ბელარუსი);საუკეთესო მსახიობი ბიჭი გოჩა მიმინოშვილი ფილმი ,,ცხენი’ (საქართველო-აბაშა) ; საუკეთესო ოპერატორი ოლივია გდინია ფილმი ,,ჯოჯოხეთი“ (პოლონეთი); საუკეთესო სცენარისათვის სვეტლანა კოსოლაპოვა ფილმი ,,განათებული“ (უკრაინა); საუკეთესო რეჟისურისათვის ფილმი ,,კარების უკანა მხარეს“(იაპონია);

გრან-პრი გადაეცა ფილმს ,,ეს ჯერ კიდევ არ არის ჩიბუხი“ (ბელგია).

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ:  ჟიურის თავმჯდომარე-რევაზ მახათაძე (საქართველო);ჟიურის  წევრები- დორუ ნიცესკუ (რუმინეთი) და პიტერ მუსატიჩი (უნგრეთი).

ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ასოციაცია ,,სინერამა“.

მხარდამჭერები: საქართველოს განათლების,კულტურის და სპორტის სამინსტრო, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, აბაშის მუნიციპალიტეტი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, შპს ,,ააპლასტი“.