სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
2019-10-13 - საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალის გახსნა.

აბაშის მუნიციპალიტეტში მესამე საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალი გაიხსნა. ფესტივალზე ნაჩვენები იქნება 46 ქვეყნის 132 მოკლემეტრაჟიანი (1-დან 10 წუთამდე) ფილმი. ფესტივალის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა ღონისძიების ორგანიზატორმა, პროფესორმა ზვიად დოლიძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები.
კინოფესტივალის პრიზია ,,ოქროს ბატიბუტი". მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, აბაშის მუნიციპალიტეტი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, შპს ,,ააპლასტი". კინოფესტივალის ორგანიზატორია ასოციაცია ,,სინერამა“.
ფესტივალის გახსნის შემდეგ გაიმართა კონცერტი, სადაც მონაწილეობდა კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის შემსრულებლები. დასასრულს გაიმართა ფილმის ჩვენება