www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
2018-09-18 - მაცხოვრისკარში საბავშვო ბაღი გაიხსნა

აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაცხოვრისკარში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის შენობა გაიხსნა. აქ მოწყობილია  სასადილო და საძინებელი ოთახი, სამზარეულო და სველი წერტილი.

ახალი საბავშვო ბაღი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერმა ლევან მაკალათიამ გახსნეს.

შენობა რომელიც აღჭურვილია ახალი ინვენტარით და გათვლილია 30 აღსაზრდელზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამით და ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდა.

საზეიმო  გახსნაზე იმყოფებოდნენ საკრებულოს წევრები, მერიის თანამშრომლები.

2018-09-18 - საკრებულოს N18 სხდომა

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგ სხდომაზე, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

 

  1. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 თებერვლის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

 

                                                                                                 მომხს: მ.ბესელია

 

 

 

  1. აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში 2017-2018 წლის 10 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.

 

 

                                                                                              მომხს: ლ.მაკალათია

 

 

სხდომას ესწრებოდნენ: მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია, ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ლევან მგალობლიშვილი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“ აბაშის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ელენე გვაზავა, მერიის სამსახურის უფროსები და საზოგადოების წარმომადგენლები.

მუნიციპალიტეტის მერმა პასუხი გასცა დასმულ შეკითხვებს. გაიმართა მსჯელობა მუნიციპალიტეტის შემდგომი ეკონომიკური და კულტურული განვითარების პერსპექტივებზე.