www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
2018-09-05 - ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები გრძელდება

აბაშის მუნიციპალიტეტში  ფაროსანასთან   ბრძოლის კამპანია აქტიურად მიმდინარეობს.

მავნებლის განადგურების მიზნით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მწერების მოსაზიდი ფერომონები ,,მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურებია დამონტაჟებული.

წამლობა ცივი შესხურების მეთოდით მიმდინარეობს, რაც ფერომონზე  მოზიდულ მავნებელს სრულად ანადგურებს.

მარნის ადმინისტრაციულ ერთეულში ღონისძიების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი მოსახლეობა გაეცნენ.

ცივი შესხურების პარალელურად, იწყება თერმული ნისლით წამლობის შემდგომი ეტაპი, რომელიც მავნებლის მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გრძელდება.