www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
2018-08-27 - საკრებულოს რიგგარეშე N16 სხდომა

27 აგვისტოს  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე N16 სხდომა გაიმართა.

სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი.

საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

 

  1. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 დეკემბრის N56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

                                                                                           მომხს: თ. ნოდია

  1. 2018 წელს აბაშის მუნიციპალიტეტში ,,რეგიონული განვითარების პროგრამების ფონდის დაფინანსებით“ განხორციელებული პროექტების შესახებ საპროექტო წინადადების მოწონების თაობაზე.

                                                                                         მომხს: შ. დარცმელიძე

 

      
2018-08-27 - შეხვედრა ,,სიკეთის მაძიებელთან\"

 

დღეს აბაშაში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიკეთის მაძიებელი“(ხელმძღვანელი -მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ჭანტურია) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ასოციაცია ,,ჰანგისა“ და ფონდი ,,ვერდას“(პოლონეთი) წარმომადგენლებს -რუსლან საჯაიასა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერის და საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორს  (ანჟელა ხუხუა) და ცენტრის კონსულტანტს (სოფიო ჩახაია) მასპინძლობდა.

სამუშაო შეხვედრაზე,  წარმოდგენილი იქნა ,, ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი“ რომლის მიზანია შშმ პირთა ხელშეწყობა, დამხმარე ტექნოლოგიების და მასთან დაკავშირებული სერვისების გაძლიერება, ასევე საქართველოში შშმ შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების სისტემის რეფორმირების ხელშეწყობა, რომელიც დაეფუძნება შეზღუდული შესაძლებლობის სპეციალურ მოდელს.

ორგანიზაციის მიერ ჩატარდა ფოტო კვლევები ,რომლითაც შესაძლებელი გახდა უფრო აღქმადი გამხდარიყო მათი პრობლემები.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამიქაოს  თემის ქალთა საინიციატივო ჯგუფის კოორდინატორი ეკა გაბუნია, საზოგადოების წარმომადგენლები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.