www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
2018-04-10 - პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას

გუშინ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა  და აბაშის ყველა ფენის წარმომადგენლები , მათ შორის --მოსწავლეები, საზოგადოება ,,აბაშელის წევრები“ შეიკრიბნენ საქართველოს ეროვნულ გმირთა--ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის ცენტრალურ სკვერში, რათა აღენიშნათ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე და პატივი მიეგოთ საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნისადმი.

მოწამეობრივად აღსრულებულთა მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ გაიმართა ღონისძიება ,,კურთხეულია მამულისათვის დაღვრილი სისხლი“.შესრულდა საგალობლები,პატრიოტული სიმღერები,წარმოითქვა სიტყვები.

შეკრებილთ სიტყვით მიმართა მუნიციპალიტეტის მერმა ლევან მაკალათიამ.

ყვავილებით შეიმკო 9 აპრილს დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნის ახალი მემორიალი.(შემს:მხატვარ -მოქანდაკე  ალ. ჩაგანავა).