www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
2018-03-12 - საკრებულოს N4 სხდომა

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N4  სხდომა გაიმართა.

სხდომის დაწყებამდე საკრებულოს წევრებმა პატივი მიაგეს ცხინვალის რეგიონში დაღუპული საქართველოს მოქალაქე  არჩილ  ტატუნაშვილის  ხსოვნას.

სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი.

საკრებულოს   წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები :

                                                                                             

  1. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 იანვრის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

                                                                                                  მომხს: დ.ცანავა

  1. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2018-2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის N1 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.

                                                                                                  მომხს: გ. ზაქარაია

  1. აბაშის მუნიციპალიტეტის 2018-2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ.

                                                                                                 მომხს: გ.ზაქარაია

  1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ. სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით , აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

                                                                                                  მომხს: მ. ბესელია

  1. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ანგარიში 2017 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

                                                                                                მომხს: მ.თელია