www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
2018-12-28 - საკრებულოს მორიგი N25 სხდომა
28 დეკემბერს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N25 სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი. საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 დეკემბრის #56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხს: თ. ნოდია
2. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.
მომხს: მ. თელია
3. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, შ.პ.ს. ,,ი-სპეის”-ზე გადაცემასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
მომხს: ა. ბოკუჩავა