www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
2017-09-06 - საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალის გახსნა

დღეს აბაშაში გაიხსნა პირველი საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალი.ფესტივალზე 36 ქვეყნის 180 კინოსურათი იქნება ნაჩვენები.

აბაშაში დღეს 15-ამდე ქვეყნის დელეგაციაა ჩამოსული, მათ შორის მეზობელი აზერბაიჯანის, ბულგარეთის ,პოლონეთის და მსოფლიოს სხვა კუთხეთა წარმომადგენლები.

ფესტივალი გახსნა და დამსწრეთ სამ ენაზე მიესალმა ამ ღონისძიების სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი პროფესორი ზვიად დოლიძე.

შეკრებილთ მიესალმნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი.

აუდიტორია ოვაციით შეხვდა ახლახან გამართულ კლასიკურ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორს, ბრინჯაოს მედლის მფლობელს აბაშელ (ონტოფო)რევაზ ნადარეიშვილს.

,,ოქროს ბატიბუტის“ მოსაპოვებლად მონაწილენი შვიდ ნომინაციაში გაუწევენ ერთმანეთს კონკურენციას. საკონკურსო ფილმების ჩვენებამდე მაყურებელს წარუდგინეს პირველი  მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები ,,ველოსიპედი“,(რომელმაც მთავარი როლის შემსრულებელ გიგი ქორჩილავას ,,ოქროს პეპელა“ მოუტანა) და ,,რომეო და ჟუჟუნა.

რამდენიმე დღის განმავლობაში ჟიური შეაფასებს ყველა წარმოდგენილ მხატვრულ თუ ანიმაციურ ფილმს და გამოავლენს გამარჯვებულებს.

დღესვე, საღამოს 8 საათზე ,სტუმრები დაესწრებიან სოფელ ძველ აბაშაში გამართულ ფოლკლორის საღამოს, რომელიც ამჯერად ამ სოფლის მკვიდრი პოეტის კაჟან ცისკარელის (ირაკლი ქოიავა) დაბადებიდან 100 წლისთავის იუბილეს ეძღვნება.