www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
2017-12-06 - ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა საჯარო მოხელეებთან

საქართველოს სტრატეგიული კვლევების ცენტრი და ასოციაცია ,,ათინათი“ მუნიციპალიტეტის სამიქაოს თემში ახორციელებს პროექტს ,,ქალთა გაძლიერება ცვლილებისათვის“. პროექტი ორიენტირებულია ხელი შეუწყოს ქალთა თანასწორობას, მათ ეკონომიკურ და სამოქალაქო გააქტიურებას, თემებში არსებულ სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას.ამ მიზნით ,სამიქაოს  თემში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები: დაფუძნდა სოფლის პრობლემატურ საკითხების მოგვარებაზე მომუშავე ქალთა საინიციატივო ჯგუფები.

საინიციატივო ჯგუფმა მოამზადა პრეზენტაცია ,რომელიც წარმოდგენილ იქნა 5 დეკემბერს მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში.

შეხვედრას საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა კვიტაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერმა ლევან მაკალათიამ ზემოხსენებულ ცენტრს და ასოციაცია ,,ათინათს“  აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის სრული მხარდაჭერა აღუთქვეს.