www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
2017-12-04 - შშმ პირთა დღე აღინიშნა მუნიციპალიტეტში.

3 დეკემბერს, შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, გაიმართა აბაშის შშმ პირთა ორგანიზაცია ,,სიკეთის მაძიებლის“ შეხვედრა საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ქ. აბაშის პირველი საჯარო სკოლის შენობაში მრავალმა ადამიანმა მოიყარა თავი.

აღინიშნა , რომ შშმ პირთა უფლებების, თანასწორობის, ღირსების პატივისცემა საზოგადოებაში ასეთი ადამიანების ინტეგრირებისათვის ზრუნვა თითოეული მოქალაქის ვალია.

გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, საკრებულოს წევრებმა, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის ,ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, აგრეთვე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის, რესურსცენტრის წარმომადგენლებმა, პედაგოგებმა,  ფსიქოლოგებმა.

შეხვედრაზე გამოვიდა მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია, რომელმაც ილაპარაკა საზოგადოების ყველა წევრის თანაბარუფლებიანობაზე შშმ პირთათვის შინაარსიანი ცხოვრებისა და მუშაობის ყველა შესაძლებლობის შექმნის აუცილებლობაზე.

სტუმრებს ,,სიკეთის მაძიებლის“ სახელით, მადლობა გადაუხადა ამ ორგანიზაციის თავმჯდომარემ ირაკლი ჭანტურიამ.

დასასრულ, გაიმართა შეჯიბრება პარაოლიმპიურ სპორტულ თამაშ ,,ბოჩაში“  მონაწილე 5 გუნდს  შორის გამარჯვება მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუნდმა მოიპოვა და პრიზიც დაიმსახურა.