სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
2020-03-27 - ინფრასტრუქტურის ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის სხდომა

27  მარტს  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომას უძღვებოდა კომისიის თავმჯდომარე გია კუცია.

კომისიის წევრებმა განიხილეს შემდეგი საკითხი:

  1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აბაშის მუნიციპალიტეტში დასახლებების მიხედვით შერჩეული პროექტებისა და გამოყოფილი თანხის განაწილების შესახებ.

მომხსენებელი: გია კუცია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე.

2020-03-27 - საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა

27 მარტს  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომას უძღვებოდა კომისიის თავმჯდომარე გოდერძი კუპრავა.

კომისიის წევრებმა განიხილეს შემდეგი საკითხები:

  1. აბაშის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხსენებელი გოდერძი კუპრავა-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.

 

  1. აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხელშეკრულების დადებაზე, რომლის ღირებულება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს აღემატება, თანხმობის მიცემის შესახებ.

მომხსენებელი: გოდერძი კუპრავა-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.