სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
2020-02-26 - ერთი ფოტოსურათის ისტორია

საბჭოთა ოკუპაციის დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლის შენობაში მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის  კულტურის განყოფილების პროექტით გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით: ,,ერთი ფოტოსურათის-,,შავჩოხოსნების“-გაცოცხლებული ისტორია“.

,,წითელი ოკუპაციის“ მოწინააღმდეგე პატრიოტების იმ ჯგუფში, რომელნიც ფოტოზე არიან გამოსახულნი, ორი აბაშელი იყო: პოეტი და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე აბაშელი(ჩოჩია) და შემდგომში მწერალი-აკადემიკოსი კონსტანტინე გამსახურდია. მათ გვერდით ფოტოზე აღბეჭდილია 30-იანი წლების რეპრესიების მსხვერპლის-შესანიშნავი ესეისტის ვახტანგ კოტეტიშვილისა და გამოჩენილი მეცნიერის-პავლე ინგოროყვას სახეები.

ოთხმა უფროსკლასელმა, რომლებიც ისეთსავე ჩოხებში იყვნენ შემოსილნი, სურათოვნად წარმოადგინა იმ ოთხეულის მძაფრი თავგადასავალი, რომელნიც პატრიოტი ქართველობის განზოგადებულ სახეს წარმოადგენდნენ.

კულტურის ცენტრის ანსამბლმა ,,ჰარირამ“ და ვაჟთა ტრიომ შეასრულეს საეკლესიო საგალობელი და პატრიოტული სიმღერები.

საღამოს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ,საზოგადოების წარმომადგენლები.