სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
2019-11-14 - აბაშის ,,ეტალონი მოსწავლე

14 ნოემბერს აბაშის მუნიციპალიტეტის პირველ საჯარო სკოლაში ინტელექტუალური პროექტი ,,ეტალონი“ გაიმართა.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.

,,ეტალონის“ წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა 2018-2019 წლის ,,აბაშის ეტალონ მოსწავლეს საბა სამუშიას გამარჯვება მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისათვის ,,ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. მარნის საჯარო სკოლას კი დიპლომი ,,ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისათვის.

,,აბაშის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა წყემის საჯარო სკოლის  VIII კლასის მოსწავლემ ანა შაფათავამ. ის ეროვნულ-ინტელექტუალური ჩემპიონატის ფინალში მიიღებს მონაწილეობას.