სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
2019-11-12 - ასოციაცია ,,ჰანგი" მუნიციპალიტეტში

შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია ,,ჰანგმა“ საერთაშორისო თანამშრომლობა სოციალური სერვისების მიწოდების პროცესში“-ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა აბაშის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან.

იმსჯელეს შშმ პირთა ღირსეული ცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებზე, საბჭოს როლზე მისი სრულფასოვნად ამოქმედების მექანიზმებზე.

მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები და საბჭოს მუშაობის მიმართ ხედვები.

შეხვედრას ესწრებოდნენ შშმ პირთა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიკეთის მაძიებელის“ თავმჯდომარე-საკრებულოს წევრი ირაკლი ჭანტურია, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები.

პროექტი ხორციელდება ,,ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისათვის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება სენაკსა და აბაშის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით.

პროექტს ახორციელებს ,,World Vizion საქართველო“, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა კავშირი და ,,საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“.

2019-11-12 - საკრებულოს N18 სხდომა

12  ნოემბერს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  N18 სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი. საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, ქირავნობის ფორმით, ფიზიკური პირი ჯულიეტა ჩაგანავაზე გადაცემასთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
                                                                                                             მომხს: დ. თოფურია
2. აბაშის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.
                                                                                                                მომხს: ტ. ხოშტარია
3. აბაშის მუნიციპალიტეტის 2019 წლის მესამე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
                                                                                                                მომხს: თ. ნოდია
4. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის 2019 წლის 9 თვის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
                                                                                                                  მომხს: ა. კვირკველია