სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
2019-11-08 - იურიდიულ,სამანდატო,საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა

8 ნოემბერს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომისიის თავმჯდომარე ტატიანა ხოშტარია. კომისიის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.

მომხს: ტ. ხოშტარია

2019-11-08 - ბიუროს N37 სხდომა

8 ნოემბერს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს N37 სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი. ბიუროს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, ქირავნობის ფორმით, ფიზიკური პირი ჯულიეტა ჩაგანავაზე გადაცემასთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხს: გ. კუცია
2. აბაშის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხს: ტ. ხოშტარია
3. აბაშის მუნიციპალიტეტის 2019 წლის მესამე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
მომხს: გ. კუპრავა
4. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის 2019 წლის 9 თვის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხს: კ. კუჭუხიძე
5. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ.
მომხს. მ. კვიტაშვილი