www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
2019-10-04 - მასწავლებლის დღეს მიეძღვნა

აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში გაიმართა მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა ,რომელიც დეკანოზმა კონსტანტინემ (კაჭარავა) გახსნა.

შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მერაბ მიგინეიშვილი, საპატიო აბაშელი, გამოჩენილი მწერლის სიმონ ჩიქოვანის სახლ-მუზეუმის დერექტორი  ელეონორა  ჩიქოვანი ,მერიის კულტურის სამსახურის განათლების განყოფილების უფროსი ნათია მელია, რომელმაც მუნიციპალიტეტის მერიის სიგელები გადასცა იმ პედაგოგებს რომლებიც წლეულს, ნაყოფიერი და ხანგძლივი მოღვაწეობის შემდეგ სკოლას გამოემშვიდობნენ.

სამახსოვრო საჩუქარი აღმზრდელ პედაგოგს ციალა ღვინჯილიას  გადასცა შეხვედრის წამყვანმა ,მერიის კულტურის სამსახურის განათლების განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა მაკა ჩაგანავამ.

საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობდნენ როგორც კულტურის ცენტრის შემსრულებლები, ასევე საჯარო სკოლების პედაგოგები.