www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
2019-10-02 - ,,ცოცხალი წიგნები" აბაშაში

წლეულს ამ საგანმანათლებლო-ლიტერატურული პროექტის ფარგლებში აბაშას ეწვია მწერალთა ჯგუფი: ირმა ბერიძე, ელა გოჩიაშვილი, კატო ჯავახიშვილი, გივი ჩიღვინაძე, გიორგი შონია, დავით რობაქიძე.

სტუმრებმა კულტურის ცენტრის ხელოვნების სკოლის დარბაზში შეკრებილ აბაშელ მკითხველებს, რომელთა შორის მრავლად იყვნენ მოსწავლეები, გააცნეს თავიანთი შემოქმედების ნიმუშები.

შეხვედრამ გულითადი საუბრის, აზრთა ურთიერთგაცვლის ვითარებაში ჩაიარა.

მწერლებმა ნორჩ მკითხველებს-ნატალი ქვილითაიასა და მარიამ თოფურიას საყმაწვილო ჟურნალის ახალი ნომრები უსახსოვრეს. ახალგამოცემული წიგნები გადასცეს, ასევე, აბაშის ბიბლიოთეკას.