www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
2019-07-24 - ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი

23 ივლისს აბაშის მუნიციპალიტეტი ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალ ,,ლეგენდების ქვეყანას“ მასპინძლობდა.

კონცერტის დაწყებამდე ნაციონალურ სამოსში გამოწყობილმა მონაწილეებმა ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს.

ამჯერად მასპინძლებთან (ანსამბლი ,,ჰარირა“) ერთად მასში მონაწილეობდნენ ტაილანდის, სლოვაკეთის ,ბულგარეთის ,უკრაინის, ბელარუსის ფოლკლორული ანსამბლები, რომელთაც მაყურებელს თავიანთი  შემოქმედების ნიმუშები გააცნეს.

ფოლკლორული ფესტივალი მარტვილის  მუნიციპალიტეტისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასის ორგანიზებით გაიმართა. თანადამფინანსებელია აბაშის მუნიციპალიტეტი.

ფესტივალი 25 ივლისს მარტვილში საზეიმოდ დაიხურება.