www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
2019-07-12 - სასწრაფო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა

აბაშის მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს ახალი სამუშაო გარემო ექნება.

ადმინისტრაციული შენობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ,სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან, აბაშა მარტვილის მაჟორიტარ დეპუტატთან ოთარ დანელიასთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან  მამუკა კვიტაშვილთან და მუნიციპალიტეტის მერთან ლევან მაკალათიასთან ერთად გახსნა.

,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ თანამედროვე ტიპის ოფისი თავისუფლების ქუჩაზე,კორპორაცია,,ევექსის“ მიმდებარე ტეროტორიაზე აშენდა. შენობა განთავსებულია 185 კვ.მ. ფართობზე. ოფისში პერსონალის სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური ოთახებია გამოყოფილი. ადმინისტრაციული ფართი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. შენობის გარეთ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად სპეციალური სივრცეა მოწყობილი.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 234 189 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები შეასრულა შ.პ.ს. ,,თბ კაპიტალმა“.