www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
2019-07-01 - საკრებულოს N11 სხდომა

1 ივლისს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N11  სხდომა გაიმართა.

სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი.

საკრებულოს  წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

  1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ ,,სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“.

                                                                           მომხს: დ. თოფურია

  1. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში 2019 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

                                                                                                       მომხს: დ.ცანავა

 

  1. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიში 2019 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

                                                                         მომხს: ზ. ცომაია

 

2019-07-01 - ტრენინგი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის

ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო სექტორისათვის მერიის საკონფერენციო დარბაზში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ტრენინგი.

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პროექტის ,,ეფექტიანობისა და განვითარების ქსელი“ ფარგლებში გამართულ შეხვედრას ექსპერტი სანდრო სორდია უძღვებოდა.

შეხვედრაზე იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ,როგორიცაა, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია და საკონსტიტუციო გარანტიები თვითმმართელობის უფლებამოსილებანი, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები, სამოქალაქო ბიუჯეტირების  სამართლებრივი საფუძვლები.

ტრენინგი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების ე.წ CLLD მიდგომის დანერგვას.