სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
2019-06-14 - შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა

მუნიციპალიტეტში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა.

ცენტრალურ პარკში დილიდანვე თავი მოიყარეს შშმ პირებმა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, საჯარო სამსახურების წარმომადგენლებმა, კულტურის განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლის აღსაზრდელებმა.

გაიმართა სპორტული შეჯიბრება (ბოჩა) და გამოვლინდა გამარჯვებული. გაიმართა,აგრეთვე, კონცერტი მრავალფეროვანი პროგრამით. საინტერესო სანახაობა შესთავაზეს მაყურებელს ყველაზე სასურველმა სტუმრებმა-ზღაპრების გაცოცხლებულმა პერსონაჟებმა.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სიგელები გადაეცათ: შშმ პირთა ორგანიზაცია ,,სიკეთის მაძიებელის“ თავმჯდომარეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ირაკლი ჭანტურიას და აკადემიური ნიჩბოსნობის მწვრთნელ გოჩა სიმონიას.

სადღესასწაულო პროგრამამ შეკრებილთა საერთო მოწონება დაიმსახურა.