www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
2019-06-13 - ,,ნატვრის ხის" საქველმოქმედო სპექტაკლი

მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში, აბაშის პირველი საჯარო სკოლის მე -10 ა კლასის თეატრალურმა დასმა ,,ნატვრის ხემ“ წარმოადგინა ილია ჭავჭავაძის პოემის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი ,,განდეგილი“ (რეჟისორი ვეფხია გორგოძე).

წარმოდგენა, სლოგანით-,, სიკეთე -გზა სრულყოფილებისაკენ“ საქველმოქმედო იყო, იგი  შშმ პირის ნიკა სიხარულიძის დასახმარებლად ჩატარდა.

სპექტაკლს ესწრებოდნენ შშმ პირთა ორგანიზაცია,, სიკეთის მაძიებელის“ თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი ირაკლი ჭანტურია, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები.

სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

თეატრალური დასის ხელმძღვანელია ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მანანა ცომაია. ამ თეატრალურმა დასმა არაერთ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და  წარმატებებიც მოიპოვა.