www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
2019-05-26 - დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა მუნიციპალიტეტში

აბაშის მუნიციპალიტეტში აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 101-ე წელი.

დილით  ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლის დარბაზში ამავე სკოლის მოსწავლეებმა მსმენელს შესთავაზეს ქართული საფორტეპიანო და საესტრადო სიმღერები.

კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში კი ბენდის კონცერტი გაიმართა, აქვე 1918 წლის 26 მაისის დოკუმენტური კადრი აჩვენეს.

ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელები.