www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
2019-05-17 - ,,კონსტანტინეობა 2019"

 

15 მაისს მწერალ-აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების 126 წლის იუბილე აღინიშნა.

რუსთაველის პრემიის ლაურეატის გამოჩენილი მწერლის მშობლიურმა სოფელმა მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს უმასპინძლა.

ძველ აბაშაში ,მდინარე ზანის პირას მდებარე სახლ-მუზეუმში, იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მესვეურნი, საზოგადოების წარმომადგენლები.

ტრადიციულ  ,,კონსტანტინეობაზე“  წლეულს ჩამობრძანდნენ მწერლის შთამომავლები.

კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის, მისი განსაკუთრებული ღვაწლის შესახებ ისაუბრეს  გამომსვლელებმა. აღინიშნა, რომ მალე დაიწყება სახლ-მუზეუმს რეააბილიტაცია.

წარმოდგენილ იქნა საინტერესო მხატვრული პროგრამა, რომელშიც მონაწილეობდნენ მომღერალი ნინო ბაშარული, ანსამბლი ,,ჰარირა“, რომლის მიერ დადგმულმა კომპოზიცია ,,თავისუფლებამ“ დააგვირგვინა სახალხო დღესასწაული.