www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
2019-05-14 - საინფორმაციო შეხვედრა შშმ პირთა საკითხებზე

10-11 მაისს,აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში , სოციალური ადაპტაციისა და რეაბილიტაციის დღის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საჯარო სკოლების პედაგოგებთან, ბაღების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მშობლებთან.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ააიპ საქართველოს პროფესიული და ინკლუზიური განათლების  განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გ. ვარდოსანიძე, ენისა და მეტყველების ასოციაციის ხელმძღვანელი ხ. კობახიძე და დღის ცენტრის ხელმძღვანელი ე. მაკალათია

შეხვედრა შეეხებოდა ინკლუზიური განათლების მნიშვნელობას საჯარო სკოლებსა და ბაღებში,  სპეცპედაგოგების ,ლოგოპედის დანიშნულებას და მათ ფუნქცია-მოვალეობებს.

მშობლებმა მიიღეს ინფორმაცია ,,სოციალური ადაპტაციისა და რეაბილიტაციის დღის ცენტრის“ დანიშნულებისა და შესაბამისი პროგრამით განსაზღვრული მომსახურების ჩამონათვალის შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდნენ  შშშმ  პირთა ორგანიზაცია ,,სიკეთის მაძიებელის“ თავმჯდომარე ირაკლი ჭანტურია , საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები.

2019-05-14 - შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

13 მაისს, ქალაქ ზუგდიდში, სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის მედიისა და მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებისათვის გაიმართა სემინარი ,რომელსაც უძღვებოდნენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელი-ანა ცანავა. მან ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ჰიბრიდულ ომზე-დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დოქტორმა ლაშა ინაურმა კი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებაზე.

სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.

სემინარის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.