www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
2019-05-09 - ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აბაშაში, კვათანის  უბანში, შინმოუსვლელთა მემორიალთან აღინიშნა.

ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა კვათანის  მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის მოძღვარმა მამა თომამ.

გამომსვლელებმა ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საშემსრულებლო კოლექტივები, საჯარო სკოლების მოსწავლეები.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები: დავით კაჭარავა, ივანე არველაძე, გერონტი გოგავა ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღებენ 500-500 ლარიან დახმარებას.