www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
2019-05-08 - ელექტრონული პეტიციის წარდგენის სისტემის დანერგვა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში პროექტის-,,საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტში“-ფარგლებში გაიმართა გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებთან და მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში.

საუბარი, ძირითადად შეეხებოდა ელექტრონული პეტიციის სისტემის დანერგვას, რაც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტების ვებგვერდებზე ინტეგრირებული, მოქნილი ონლაინ პლატფორმის შექმნას.