www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 
2019-04-15 - ქართული ენის დღეს მიეძღვნა

ხელოვნების სკოლის შენობაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება მრავალფეროვანი პროგრამით .მუნიციპალიტეტის ათი საჯარო სკოლის 14-მა მოსწავლემ წარადგინა ქართული ენისადმი მიძღვნილი ესეები, ჩანახატები, საკუთარი ლექსები. მოსწავლეებმა უპასუხეს ვიქტორინის კითხვებს. შემდეგ კი გაიმართა კონცერტი.

საინტერესო მოგონებით 1978 წლის აპრილის მოვლენებზე გამოვიდა ფილოლოგი, რუსუდან ჩიტეიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფროსი სპეციალისტი მილდა ჩაგანავა.

შეკრებილთ  ქართული ენის დღე მიულოცეს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების უფროსმა ნათია მელიამ, ამავე განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა მაკა ჩაგანავამ.

ღონისძიების მონაწილეთათვის დაგეგმილია ექსკურსია მწერალ ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში.

ღონისძიებას დაესწრნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები.