www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
2018-12-27 - სოციალურ, განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის სხდომა

27 დეკემბერს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ, განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე. კომისიის წევრებმა განიხილეს შემდეგი საკითხი: ,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”. მომხს: კ. კუჭუხიძე

2018-12-27 - ბიუროს სხდომა

27 დეკემბერს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს N47 სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი. ბიუროს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 დეკემბრის #56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხს: გ. კუპრავა 2. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”. მომხს: კ. კუჭუხიძე 3. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, შ.პ.ს. ,,ი-სპეის”-ზე გადაცემასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე. მომხს: გ. კუცია 4. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ. მომხს. მ. კვიტაშვილი

2018-12-27 - საკრებულოს მორიგი N 25 სხდომა
28 დეკემბერს 10:00 საათზე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე N25 სხდომა გაიმართება.
მის: (უ. კაჭარავას ქ. N1)
დღის წესრიგი:
1. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 დეკემბრის #56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხს: თ. ნოდია
2. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.
მომხს: მ. თელია
3. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, შ.პ.ს. ,,ი-სპეის”-ზე გადაცემასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
მომხს: ა. ბოკუჩავა