www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
2018-12-07 - აბაშის ეტალონი მოსწავლე" გამოვლინდა

აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრი პროექტ ,,ეტალონს“ მასპინძლობდა.

 

ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

 

,,ეტალონის’’ წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა 2017-2018 სასწავლო წლის ,,აბაშის ეტალონ მოსწავლეს“ მარინა კუპრავას გამარჯვება მიულოცა სკოლის ღირსეული წარმოჩენისათვის და ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. აბაშის N1 საჯარო სკოლას კი დიპლომი ,,ეტალონი მოსწავლის აღზრდისათვის.

 

,,აბაშის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა მარნის საჯარო სკოლის მოსწავლემ საბა სამუშიამ. ის ეროვნულ-ინტელექტუალური ჩემპიონატის ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

 

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ: გოგონათა კვარტეტი; მერაბ ჭანტურია; საბა ჯანელიძე;

 

შეკრების დასასრულს მონაწილეებს ეს დღე მიულოცა და ახალი წარმატებები უსურვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა კვიტაშვილმა.