www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
2018-12-03 - შშმ პირთა დღე აღინიშნა მუნიციპალიტეტში.

კულტურისა  და ხელოვნების განვითარების ცენტრში სლოგანით ,,მე არ ვცნობ შეზღუდვას, ვირჩევ თანაბარ შესაძლებლობებს“ გაიმართა შეხვედრა, რომლის მიზანიც იყო შშმ  პირთა საზოგადოებასთან მეტი ინტეგრირების მიღწევა.

 შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა.

შეკრებილთა წინაშე გამოვიდნენ: აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი, აბაშის შშმ პირთა ორგანიზაცია-,,სიკეთის მაძიებლის“ თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი ირაკლი ჭანტურია, მერიის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ,საჯარო სკოლების , საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულების წარმომადგენლები.

შეხვედრა მიჰყავდა  მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსს მანანა ჯღარკავას.

ამ დღესთან დაკავშირებით,  შშმ  მოსწავლეებს მუნიციპალიტეტისა და სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის სამიქაოს ქალთა ჯგუფის სახელით ( ჯგუფის ხელმძღვანელი ე. გაბუნია) გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.