www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
2018-11-12 - ინფრასტრუქტურის მინისტრი მუნიციპალიტეტში

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარ დეპუტატთან, ოთარ დანელიასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან, ალექსანდრე მოწერილიასთან, აბაშის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარესთან მამუკა კვიტაშვილთან,აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან,ლევან მაკალათიასთან ერთად ,  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

ისინი  ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკის კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.  პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 740 367 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და მომავალი წლის თებერვალში დასრულდება.

მინისტრი, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ეწვია მშენებარე  საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს. ახალი პროექტის მიხედვით,აქ  შესაძლებელი იქნება თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით  მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება.
ასევე, სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქისა და ცხრა სოფლის 4 000-მდე მცხოვრები ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი და მომავალი წლის გაზაფხულიდან , წყლის განახლებული ინფრასტრუქტურით  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ისარგებლებს.