www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
2018-09-16 - საბავშვო - საყმაწვილო კინოსკოლა საზეიმოდ დაიხურა

აბაშის მუნიციპალიტეტში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მეორე საერთაშორისო საბავშვო საყმაწვილო კინოფესტივალი  რომელის 15 სექტემბერს საზეიმოდ დაიხურა.

კინოფესტივალის პრიზი ,,ოქროს ბატიბუტი“ გადაეცათ შემდეგ ნომინაციაში გამარჯვებულებს:

საუკეთესო იდეა ფილმისთვის ,,ცხოვრება“(პოლონეთი), საუკეთესო მსახიობი ბიჭი--გიგი ქორჩილავა ფილმისთვის ,,გაიზარდა ბიჭი“(საქართველო, აბაშა), საუკეთესო მსახიობი გოგონა- იზაბელა ზიტინგი ფილმისთვის ,,შობის მაგია“(ფინეთი),საუკეთესო ოპერატორი იოკუბას ვერბიცკასი-ფილმისთვის ,,სამშაბათი“(ლიეტუვა), საუკეთესო სცენარისთვის  შუქრან სალიმოვა-ფილმი ,,შეცვალე ცხოვრება“(აზერბაიჯანი), საუკეთესო რეჟისორისთვის-ბორის ბენიანიმოვი ფილმი-,,სადგურის ოსტატი“(ისრაელი), გრან-პრი გადაეცა ფილმს-,,თანამედროვე ხელოვნება“ მე შემიძლია გავაკეთო ეს“(ნიდერლანდები).

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ჟიურის თავმჯდომარე ზაზა ხალვაში (საქართველო), ჟიურის წევრები-- ვეიუნე დუდენიენე (ლიეტუა),მარის პრომბერგსი(ლატვია)

ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ასოციაცია ,,სინერამა“ ,მხარდამჭერები და სპონსორები საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, აბაშის მუნიციპალიტეტი, შპს ,,ააპლასტი“ და სარეკლამო სააგენტო ,,ჰოლმს ენდ უოტსონი“