www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
2018-09-13 - მეორე საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო ფესტივალის გახსნა

აბაშის მუნიციპალიტეტში მეორე საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალი გაიხსნა.

ფესტივალზე ნაჩვენები იქნება 37 ქვეყნის მიერ გადაღებული 130 მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

ფესტივალი გახსნა ღონისძიების ორგანიზატორმა პროფესორმა ზვიად დოლიძემ. ფესტივალის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა მამა კონსტანტინემ, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ კონსტანტინე ხარძიანმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები.

,,ოქროს ბატიბუტის’’ მოსაპოვებლად მონაწილენი შვიდ ნომინაციაში გაუწევენ ერთმანეთს კონკურენციას .რამდენიმე დღის განმავლობაში ჟიური შეაფასებს ყველა წარმოდგენილ მხატვრულ თუ ანიმაციურ ფილმს და გამოავლენს გამარჯვებულს.

ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია ,,სინერამა“ ,მხარდამჭერები  და სპონსორები საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, აბაშის მუნიციპალიტეტი, შპს ,,ააპლასტი“ და სარეკლამო სააგენტო ,,ჰოლმს ენდ უოტსონი“.

ფესტივალის გახსნის შემდეგ გაიმართა კონცერტი, სადაც მონაწილეობდნენ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის შემსრულებლები. კონცერტის დასასრულს გაიმართა ფილმების ჩვენება.

15 აგვისტოს ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება.