www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
2018-08-20 - საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა საზეიმოდ დაიხურა

საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა 19 აგვისტოს საზეიმოდ დაიხურა.

აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში , კინოსკოლის ფარგლებში მოსწავლეების მიერ გადაღებული 4 მოკლემეტრაჟიანი ფილმის ,,ბედაური“ , ,,ერთადერთი“, ,,თოჯინები“ და ,,ლინზის ფორმულა“ ჩვენება მოეწყო.

პროექტის ავტორმა ზვიად დოლიძემ შემოქმედებითი ჯგუფის წევრები სპეციალური დიპლომებით დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტს მხარდაჭერისათვის.

პროექტი მე-4 წელია აბაშის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. მასში მონაწილეობდნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები.

კინოსკოლის ფარგლებში მოსწავლეებს თეორიული და პრაქტიკული მუშაობა ჩაუტარეს: ზვიად დოლიძემ- პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი; გიორგი ფხაკაძემ- თეატრალური ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; გიორგი ხარებავამ- კინორეჟისორი, კინოსტუდია ქართული ფილმის დირექტორი; ზურაბ ორთავიძემ- შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო სტუდიის რეჟისორი.

აბაშელი ბავშვების მიერ გადაღებული ფილმები ნაჩვენები იქნება საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალზე.