www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
2018-08-13 - ,,გულიერობა\"

სოფელ  კეთილარში,  კერძოდ- გულეიკარის  უბანში, წლეულს უკვე მეორედ ,,გულიერობის“ სახალხო-რელიგიურ დღესასწაულზე შეიკრიბნენ ამ სოფლის მცხოვრებნი და მათი სტუმრები.

‘’გულიერობა“-წმინდა გიორგის დღესასწაული ,რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს, გასაბჭოების პირველივე წლებიდან 2017 წლამდე, აღარ ტარდებოდა.

შარშან, სოფლის მკვიდრთა, ეკლესიის მესვეურთა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთა საერთო ძალისხმევით ,ტრადიციის აღდგენა შესაძლებელი გახდა.

გულეიკარის ეკლესიაში წირვის შემდეგ, გაიმართა შეჯიბრი ცხენბურთში, ისინდსა და დოღში .გამარჯვებულებს მედლები და თასები გადასცა მუნიციპალიტეტის მერმა ლევან მაკალათიამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები.