www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
2018-08-08 - 10 წელი აგვისტოს ომიდან

მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელობამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილთან ერთად, პატივი მიაგო 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომში დაღუპული გმირი მეომრის---გიორგი ნადარეიშვილის უკვდავ ხსოვნას. საკრებულოს თანამშრომლებმა სოფელ ონტოფოში ყვავილებით შეამკეს გ. ნადარეიშვილის საფლავი, მოიგონეს მისი ხანმოკლე, მაგრამ შინაარსიანი ცხოვრების ეპიზოდები.

შემდეგ ამ სოფლის წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიაში სანთლები აუნთეს გიორგი ნადარეიშვილის, წყემელი სერგო მელიასა (იგი დაკრძალულია თბილისში, ძმათა სასაფლაოზე) და სხვა ქართველი გმირების ხსოვნას.

დილით ქ. აბაშის  ღვთისმშობლის შობის საკათედრო და მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა ტაძარში აღევლინა სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაცემულ მეომართა მოსახსენებელი პანაშვიდი.

      
2018-08-08 - ინფრასტრუქტურის,ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის სხდომა

8 აგვისტოს  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის ,ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომისიის თავმჯდომარე გია კუცია .კომისიის წევრებმა განიხილეს შემდეგი საკითხები:

  1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით, ფიზიკური პირისთვის გადაცემის თაობაზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულების პროექტის განხილვის დაწყების თაობაზე.

                                                                                                    მომხს:გ. კუცია

  1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით, ფიზიკური პირისთვის გადაცემის თაობაზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულების პროექტის განხილვის დაწყების თაობაზე.

                                                                                                  მომხს: გ. კუცია