www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
2018-03-21 - შეხვედრა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში

    აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია,  სურსათის ეროვნული სააგენტოს რისკებზე რეაგირების დეპარტამენტის  უფროსის მოადგილე ლევან თოლორდავა,  აბაშის მუნიციპალიტეტის   საკრებულოს თავმჯდომარესთან მამუკა კვიტაშვილთან, მუნიციპალიტეტის მერთან ლევან მაკალათიასთან, საკრებულოს დეპუტატებთან ერთად  აბაშის მუნიციპალიტეტის მერის რწმუნებულებს და მერიის სოფლის მეურნეობის სამსახურის თანამშრომლებს, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში  შეხვდნენ. შეხვედრის მონაწილეებს, მავნებელთან ბრძოლის ძირითადი პრინციპები,  აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა  ლაშა შალამბერიძემ  წარუდგინა.  ხაზგასმით აღინიშნა, რომ აზიური ფაროსანას გავრცელების რეგულირება შესაძლებელია სახელმწიფოსა და მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევით. მავნებელთან ბრძოლის პროცესში ჩართული იქნება სხვადასხვა სტრუქტურა, მოსახლეობის  ინფორმირებულობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით. მავნებელთან ბრძოლის ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია როგორც ქიმიური წამლობა, აგრეთვე,  აუცილებელია  მექანიკური მეთოდების გამოყენება.  ნაჩვენები იქნა, სახლის პირობებში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გზების შესახებ ვიდეო რგოლი,  დაათვალიერეს  სპეციალური ტექნიკა, გაეცნენ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პესტიციდის გამოყენების ინსტრუქციას. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

    აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში გამართული შეხვედრა, აბაშის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაგრძელდა, სადაც დეტალურად  განიხილეს მავნებელთან ბრძოლის საკითხები.

 

 

 

      
2018-03-21 - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აბაშაში.

დღეს ქალაქ აბაშის ცენტრალურ სკვერში დღის მეორე ნახევარში შეკრებილმა  აბაშელებმა , რომელთა უმეტესობას საჯარო სკოლის მოსწავლეები შეადგენდნენ უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ერთად, მათ შორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან და საჯარო მოხელეებთან ერთად აღნიშნეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე.

როგორც ცნობილია 2013 წელს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით დამკვიდრდა ,,უთვალავი წინდის“ ტრადიცია, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის გამოხატვაა.