www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
2018-03-19 - საქველმოქმედო სპექტაკლი ,,ნატვრის ხე\"
     

 

16 მარტს კულტურის ცენტრში ქ. აბაშის N1 საჯარო სკოლის მე-9 (ბ) კლასის თეატრალურმა დასმა წარმოადგინა საქველმოქმედო სპექტაკლი  გიორგი ლეონიძის ,,ნატვრის ხის „ მიხედვით. (რეჟისორი-- ვეფხია გორგოძე. კლასის ხელმძღვანელი მანანა ცომაია)

შემოსული თანხა გადაეცა სოფელ ტყვირში მცხოვრებ 30 წლის ნიკა სიხარულიძეს, რომელსაც აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა და საჭიროებს მკურნალობას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები.

2018-03-19 - აშშ VI ფლოტის ხომალდი ვიზითით ბათუმში.

გუშინ აშშ  VI ფლოტის ხომალდი OAK HILL (ოუკ ჰილ) საპორტო ვიზიტით ბათუმს ეწვია.

ხომალდზე რეგულარული დისლოკაციის ფარგლებში გამართულ მიღებას ჩვენი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან ერთად, აშშ ელჩის იან კელის მიწვევით , სხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად დაესწრნენ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი და აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია.

შეკრებილთ მიესალმნენ აშშ ელჩი საქართველოში იან კელი, ამფიბიური მზადყოფნის ჯგუფის მეთაურის მოადგილე ბრაიან ფინმენი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.