www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
2017-12-26 - მზაობის ჯგუფის ღონისძიება მე-2 საჯარო სკოლაში

25 დეკემბერს ქ.აბაშის მეორე საჯარო სკოლაში წინასაახალწლო ღონისძიება გამართეს მზაობის ჯგუფის  აღსაზრდელებმა.

პატარებმა თავიანთი პედაგოგების დახმარებით  (პედაგოგები მარეხი ჯიბლაძე, ეკა ცომაია) საინტერესო პროგრამა მოამზადეს . მაყურებლის წინაშე შეასრულეს საახალწლო სიმღერები, თქვეს ლექსები.თოვლის პაპა ტკბილეულით დატვირთული ესტუმრა პატარებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია, საკრებულოს წევრები გია კუცია, გოდერძი კუპრავა, მერიის თანამშრომლები.

საკრებულოს თავმჯდომარემ მიულოცა  დამდეგი ახალი წელი  პატარებს, მშობლებს, პედაგოგებს, სტუმრებს. ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, ბედნიერი 2018 წელი უსურვა მათ.