დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N6 სხდომა გაიმართა.სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი.საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხს თ. ნოდია
2. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“
მომხს თ. ნოდია
3. ,, 2018 წელს აბაშის მუნიციპალიტეტში ,,რეგიონული განვითარების პროგრამების ფონდის დაფინანსებით“ განსახორციელებელი პროექტების შესახებ საპროექტო წინადადებების მოწონების თაობაზე“
მომხს შ. დარცმელიძე
4. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ, განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის N59 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხს კ. კუჭუხიძე
5. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის N57 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხს ტ. ხოშტარია