www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
2017-12-08 - იურიდიული დახმარების ბიუროს საინფორმაციო შეხვედრა.

7 დეკემბერს,  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ,სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს საზოგადოებრივმა ადვოკატებმა გამართეს საინფორმაციო შეხვედრა მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან.

შეხვედრის ძირითადი თემა იყო ქალთა მიმართ ძალადობა ან/და ოჯახში  ძალადობა და მისი შეჩერების გზები.

აღინიშნა ამ მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის გამოჩენის აუცილებლობაზე.

შეკრებილთ მიეწოდათ ინფორმაცია სახელმწიფო ორგანიზაციის იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს უფასო სამართლებრივ დახმარებას სოციალურად დაუცველი-გადახდისუუნარო მოქალაქეებისათვის.

ნაჩვენები იქნა 45-წუთიანი დოკუმენტური ფილმი ,,ხმა ამოიღეთ“.

შეხვედრაზე პასუხი გაეცა მონაწილეთა შეკითხვებს.