www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
2017-12-02 - შიდსთან ბრძოლის დღე აღინიშნა მუნიციპალიტეტში

1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა, რაც შიდსის პანდემიის მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

აბაშის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებებში,ქ. აბაშასა და სოფლებში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა ღონისძიებები.

დღის დასასრულ, საქართველოს ეროვნული გმირების მერაბ კოსტავასა  და ზვიად გამსახურდიას სახელობის პარკში,  აბაშის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ორგანიზებით,  მოეწყო წითელი ლენტის აქცია ,,დატოვე შენი კვალი შიდსთან ბრძოლაში“

საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ ამ ღონისძიებათა კომპლექსში.