www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
2017-12-01 - ,,მან-სან კანი\" სასკოლო ჩემპიონატი

ორ დრეს გრძელდებოდა ,,მანსაკანელების (მხიარულთა და საზრიანთა კლუბი) ნახევარფინალური შეხვედრა  აბაშის კულტურის ცენტრში.

მასში მუნიციპალიტეტის ექვსი საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდები მონაწილეობდნენ:

ძველი აბაშის ,,მერე გეტყვი“ ; პირველი მაისის ,,სპინერი“; ზანათის ,,ხუთ-ნახევარი“; ონტოფოს ,,ტოფები“; სამიქაოს ,,ჩემმა მზემ“; და სუჯუნის ,,ფენX”.

ფინალში გადავიდნენ ზანათის,სუჯუნის და პირველი მაისის საჯარო სკოლების გუნდები.

      
2017-12-01 - ,,აბაშის ეტალონი მოსწავლე გამოვლინდა\"

 მუნიციპალიტეტის მოსწავლე- ახალგაზრდობა ინტელექტუალურმა პროექტმა ,,ეტალონმა „შეკრიბა.ღონისძიებას აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.

კულტურის ცენტრში შეკრებამდე ეტალონის წამყვანი ბ-ნი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით გუნდთან ერთად ეწვია გეზათის საჯარო სკოლას, სადაც სწავლობს 2016-2017 სასწავლო წლის ,,აბაშის ეტალონი მოსწავლე“ ქეთევან გაბუნია.სტუმრებმა გამარჯვება მიულოცეს და ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი საჩუქარი გადასცეს მას.

პროექტში 24-ვე საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ.

გამოვლინდა 2017-2018 სასწავლო წლის ,,აბაშის ეტალონი მოსწავლე“, ამჯერად ეს ტიტული მოიპოვა ქ. აბაშის 1-ლი  საჯარო სკოლის მერვეკლასელმა  მარიამ კუპრავამ.

ის ეროვნულ- ინტელექტუალური ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

შეკრების დასასრულს მონაწილეებს ეს დღე მიულოცა და ახალი წარმატებები უსურვა მუნიციპალიტეტის მერმა ბ-მა ლევან მაკალათიამ.