www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
2017-11-14 - მუნიციპალიტეტის მერის წარდგენა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა  ლევან შონიამ  აბაშის  მუნიციპალიტეტის არჩეული მერი ლევან მაკალათია საჯარო მოხელეებსა   და  საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს  აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში  წარუდგინა.   გუბერნატორმა და  მერმა აბაშის ყოფილ გამგებელს მამუკა კვიტაშვილს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს.

 აბაშის სამღვდელოების სახელით  არჩეულ  მერს ბიბლია უსახსოვრა დეკანოზმა კონსტანტინემ (კაჭარავა), მერს ასევე საჩუქარი გადასცა აბაშის საპატიო მოქალაქეების სახელით აბაშის საპატიო მოქალაქემ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა გოჩა ხურცილავამ.

ლევან მაკალათიამ 2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი. პროფესიით ტურიზმის კომერსანტ-ეკონომისტია;

2002-2004 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული განყოფილების უფროსად;

2004-2005 წლებში იყო აუდიტორულ-საკონსულტაციო კომპანია UBC International-ის აუდიტორი;

2006-2008 წლებში იყო შპს Audit Company-ს ეკონომისტი;

2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტში ეკავა კურორტების განვითარების სამმართველოს უფროსის თანამდებობა;

2013-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატაში რეგიონული განვითარებისა და მართვის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე;

2015 წლიდან იყო შპს „პროგრესული მშენებლების“ დამფუძნებელი და დირექტორი;

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;